ხანძარი ვარკეთილში

შსს: ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისის საღამოს გაჩნდა. ცეცხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართობი. მათ შორის, სასაწყობე ჯიხურები. 

"იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია".– აცხადებს შსს.

კომენტარები