ხანძარი ვარკეთილში

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

ტაბულა

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე შერეული ტიპის ბაზრობა იწვის. ცეცხლი ჯიხურებს უკიდია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ. 

უწყების ცნობით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული, დამატებითი დახმარე ბრიგადა კი გზაშია. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

კომენტარები