ფულადი გზავნილები

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 9.6%-ით შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 131.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ წელთან შედარებით ეს 9.6%-ით ნაკლებია.

საქართველოდან გაგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში 13.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 33.7%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ნაწილი იტალიიდან შემოვიდა. იტალიური გზავნილები თითქმის 36%-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობის მეხუთედს გადააჭარბა. გზავნილების 14%-ზე მეტი მოდის საბერძნეთზე (ზრდა 13.06%), ხოლო 15% – რუსეთზე, საიდანაც შემოსული გზავნილების მოცულობა 43.18%-ით შემცირდა.

 

კომენტარები