კორონავირუსი საქართველოში

მარინა ენდელაძე: დღეს რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს. 

კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"გვყავს საშუალო და მძიმე პაციენტები, რომელთა პროგნოზი სავარაუდოდ კეთილსაიმედოა​. დღესათვის რამდენიმე გამოჯანმრთელებულს ველოდებით"- თქვა ენდელაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 864-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 703.

კომენტარები