კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID 19-ისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

STR/AFP via Getty Images

14 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა და ქვეყანაში ოფიციალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 851-ა.

გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი ადამიანი - სულ 703.

ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განთავსდა.

ვირუსის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში Covid 19-ით სულ 14 ადამიანი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

კომენტარები