ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი და მომღერალი, ქეთი მელუა, 27 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად YouTube-ზე Livestream-ით ონლაინ კონცერტს გამართავს.

კონცერტის მიზანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

"ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და მე გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომელმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავი სამუშაო გასწია".

მომღერალმა მსმენელებს სთხოვა, რომ ის სიმღერები გაუგზავნონ, რომელთა შესრულების მოსმენაც მათ სურთ.

მელუამ თავის Facebook-ზე გააზიარა ცნობა საქართველოში წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სამუშაოების შესახებ და ვებგვერდი, სადაც მსურველებს ორგანიზაციისთვის შემოწირულობის გაღება შეუძლიათ,

კომენტარები