ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2.43 თეთრით, ევროსთან 1.23 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 8 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

გაუფასურებამ დოლართან 2.43 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 1.23 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9805 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი - 3.3599 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარმა ისტორიულ მინიმუმს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიაღწია, გასული კვირის განმავლობაში კი დოლართან მიმართებით სტაბილურად მყარდებოდა.

კომენტარები