Tbilisi Pride-ის ოფისს ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრებმა საღებავები ესროლეს

Tbilisi Pride-ის ოფისს პრორუსულმა, ნეოფაშისტურმა დაჯგუფების წევრებმა საღებავები ესროლეს. დაზიანებულია ოფისის გარე ფასადი და ლგბტქ+ დროშა.

ტაბულასთან საუბარში Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ შენობა, სადაც თბილისი პრაიდის ოფისი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

როგორც გიორგი თაბაგარი განმარტავს, სამართალდამცველთა ჯგუფები ოფისთან ყოველდღე პატრულირებენ, რადგან უკვე კვირაზე მეტია ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები ოფისთან აქციებს მართავენ.

თაბაგარის თქმით, თავდასხმის შემდეგ, პრორუსული დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციამ შეაჩერა, ფოტოები გადაუღო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაუკავებია.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული და გამოკითხულია რამდენიმე პირი.

კომენტარები