ჩინეთი

პეკინის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის მოსახლეობას $1,7 მილიარდის ვაუჩერებს მისცემს

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

პეკინი შეურთდა ჩინეთის ათობით სხვა ქალაქს, რომლებმაც მოხმარების სტიმულირებისთვის მოსახლეობას სპეციალური ვაუჩერები დაურიგეს. ინფორამაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

პეკინის ხელისუფლება მოსახლეობას ჯამურად 12.2 იოანს [1.7 მილიარდი დოლარის] ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს, რომელთა განაღდებაც სხვადასხვა სახის საყიდლებისთვის და კვების ობიექტებში იქნება შესაძლებელი. 

ვაუჩერების გაცემა 6 ივნისს, ადგილობრივი დროით დილით, 10:00 საათზე დაიწყო. მოსახლეობას სამთავრობო ვაუჩერების გამოყენება ტურისტული სფეროს მომსახურების და ასევე, ონლაინ ვაჭრობისთვისაც შეეძლებათ. 

ვაუჩერები 4 ეტაპად გაიცემა და თითოეულის გამოყენება 14 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში პეკინში რიტეილერების გაყიდვები, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით იგივე მაჩვენებელმა 16% შეადგინა. 

მანამდე იმავე ზომებს ჩინეთის, დაახლოებით, 50-მა ქალაქმა მიმართა, ჯამურად გაცემულია 846 მილიონი დოლარის ვაუჩერები. 

17 აპრილს ჩინეთის სტატისტიკის სამსახურმა პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ 6.8%-ით შემცირდა. 

კლებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. ჩინეთის ეკონომიკა 1976 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდებოდა, ეს 44 წლის განმავლობაში კლების პირველი შემთხვევაა. 

შედეგად, 22 მაისს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უარი თქვა მშპ-ის ზრდის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრაზე, რასაც ქვეყანა 1994 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აკეთებდა. 

"ჩვენ უარი ვთქვით სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრაზე, რადგან გლობალური პანდემიით გამოწვეული არასტაბილურობა ეკონომიკასა და ვაჭრობაში კვლავ ძალიან მაღალია", — განაცხადა ჩინეთის ნომინალურმა პრემიერმა, ლი კეციანმა. 

კომენტარები