გიგი უგულავა

უგულავა: ოპოზიცია დღეს ძლიერია, აქვს ცოდნა, რაც ვერ დააგროვა ქართულმა ოცნებამ 8 წელი

ახლა უფრო ძლიერია ოპოზიცია ვიდრე 2012 წელს და მაშინ უფრო ძლიერი იყო ხელისუფლება. გამოდიან სხვადასხვა პარტიიდან ან ექსპერტები და ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობენ, ხანდახან მიკვირს ხოლმე, რომელი ოპოზიციაა სუსტი? - ივანიშვილმა აიღო ვალდებულება არ შეასრულა, მერე ოპოზიციის ლიდერების დაჭერა მოუხდა, სამჯერ ყველა თემა დახურა და ხუთჯერ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა მოუწია - ეს სწორედ ოპოზიციის ერთობის და სიმტკიცის ნიშანი იყო, აბა სხვანაირად რა გგონიათ, ან ციხეებიდან გამოუშვებდა ვინმეს, ან რამე სხვას გააკეთებდა?

ოპოზიცია დღეს არის ძლიერი, ოპოზიციას აქვს ცოდნა, რაც ვერ დააგროვა ქართულმა ოცნებამ 8 წლის მანძილზე, დღეს ოპოზიციას აქვს გამოცდილება, მათ შორის აქვს ნეგატიური გამოცდილება, თუ სად არ უნდა დაუშვას შეცდომა, თუ რა იყო მცდარი, როცა ჩვენ ვმართავდით ქვეყანას, რა არ უნდა გაიმეორო, რა შეცდომა იყო და რა დანაშაული. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ქვეყანაში, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.

კომენტარები