სოფი ელის ბექსტორი

მომღერალი სოფი ელის ბექსტორი ველოსიპედით დაიმტვრა

LMFM

ინგლისელი პოპ მომღერალი სოფი ელის ბექსტორი ველოსიპედით დაიმტვრა. ინფორმაციას თავად ბექსტორი სოციალური ქსელით ავრცელებს.

ინციდენტი სამშაბათს მდინარე ტემზის სანაპიროზე მოხდა. დაშავებული მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ექიმების განცხადებით, ბექსტორის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

მომღერლის თქმით, მას მეუღლე და ოთხი გამვლელი დაეხმარა. პოსტში ბექსტორმა უცნობ ადამიანებს, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები