ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

დააკავეს პირი, რომელმაც COVID-19-ით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის ყალბი დოკუმენტები დაამზადა

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც კორონავირუსით დაზარალებულთა კომპენსაციის მისაღებად ყალბი დოკუმენტები დამზადა. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა 11 ადამიანისთვის ყალბი სამსახურეობრივი ცნობა დაამზადა, თითქოს ეს ადამიანები მის კომპანიაში მუშაობდნენ და 2020 წლის 21 მარტიდან COVID-19-ის გამო უხელფასო შვებულებაში იყვნენ. კომპანიის დირექტორმა ყალბი ცნობები 50 ლარად გაყიდა. 

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 200 ლარით ეხმარება.  

კომენტარები