ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

საგამოძიებო: ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის ორი პირი დავაკავეთ

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში ტურისტული ოფისი ჰქონდათ გახსნილი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს - საბანკო ამონაწერებს, სახელფასო ცნობებს, დიპლომებს, დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს ამზადებდნენ და 800 აშშ დოლარად ასაღებდნენ. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100 - ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები", - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები