ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის კერძო საექსპერტო კომპანიის სამი თანამშრომელი და ხელმძღვანელი დააკავეს.  

"ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით",წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები