ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს

shutterstock

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა",-წერია განცხადებაში.  

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები და მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები