კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან 2 საბურთალოს წყაროდან არის, 2 - საკარანტინო სივრციდან

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, საქართველოში 5 მაისს კორონავირუსის დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ საბურთალოს კლასტერიდანაა, 2 კი - საკარანტინო სივრციდან. 

"ჩვენთან ამ 4-დან ახალი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენ გუშინ 5 გამოჯანმრთელებული გვყავდა, მათ კლინიკა გუშინვე დატოვეს. ამჟამად 52 დადასტურებული შემთხვევა გვყავს.  

პრობლემური პაციენტი არ გვყავს. გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არ შეინიშნება და, ალბათ, მათი მდგომარეობა გამოჯანმრთელებით დასრულდება", - თქვა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 142 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები