არჩევნები 2020

ვაშაძე: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის წარმომადგებლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ვაშაძის თქმით, განსაკუთრებით თბილისის ოლქებში, საჭიროა ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავდეს.

"აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა, ესაა ჩვენი პოზიცია და აუცილებელია ამისთვის ყველამ საერთო ძალები და კომპრომისები გამოვძებნოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველანი ერთად, ისე უნდა იყოს კანდიდატებიც და თანამშრომლობითი პროცესიც", - აბობს ვაშაძე.

ვაშაძის განმარტებით, ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის დასასრულისკენ გამარჯვების გზა ოპოზიციის ერიანობასა და კოალიცაშია. ახალი საქართველის ლიდერის თქმით, ოპოზიცია უახლოეს მომავალში უკვე უნდა შეთანხმდეს მაჟორიტარ კანდიდატებზე, - "რაზეც კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას და ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდვართ თანამშრომლობისა და ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს, რომ მტერს დიდი ფინანსური რესურსები აქვს, არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზაა ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა".

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით.

კომენტარები