პოლონეთი-საქართველო

პოლონეთის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი

Shutterstock

პოლონეთმა 2020 წლის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზეცაა საუბარი. დოკუმენტი 12 მაისს გამოქვეყნდა. 

"ყველაზე სერიოზული საფრთხე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ნეო-იმპერიული პოლიტიკაა, მიზანი, რომელსაც სამხედრო გზებითაც ახორციელებენ. აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის უკანონო ანექსირება და ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ძირს უთხრიან ევროპის უსაფრთხოების სისტემის საყრდენს", - წერია დოკუმენტში. 

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"მათ შორის [პოლონეთის ხელისუფლებამ] მხარი უნდა დაუჭიროს მათ მცდელობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესასრულებლად და ჩაერთოს პოლონეთის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებებებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებშიც", - წერია დოკუმენტში. 

კომენტარები