ამერიკელი მსახიობი, რივერდეილის ვარსკვლავი კოულ სპროუსი სანტა-მონიკაში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა.
სპროუსის თქმით პოლიციამ საპროტესტო აქცია ალყაში მოაქცია და მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო. მსახიობს საპროტესტო აქციიდან ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა არ სურს, ამიტომ დაკავების დეტალებს არ ყვება.
აშშ-ის ტერიტორიაზე მასიური საპროტესტო აქციები 46 წლის აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. ფლოიდი მინიაპოლისის პოლიციას დაკავებისას შემოაკვდა.