საგარეო ვალი

2020-2022 წლებში მთავრობა 12,6 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

კასპერ პემპელი / REUTERS

მიმდინარე წელს მთავრობა 7,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გემავს. ამასთანავე, წელს დაგეგმილია 1,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალის დაფარვაც. შესაბამისად, მიმდინარე წელს წმინდა საგარეო ვალის მოცულობა 6 მილიარდი ლარით იზრდება. 

ამის შესახებ საუბარია, პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს შეეხება. შედარებისთვის გასულ წელს საქართველომ 1,3 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აიღო.

ამგვარად, 2020 წელს საქართველოს საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით, პროცენტულ გამოსხვაში ეკონომიკური თავისუფლების აქტით, განსაზღვრულ ჭერს მნიშვნელოვნად მიაუხლოვდება.

ე.წ. Liberty Act-ით სახელმწიფო ვალის ჯამური მოცულობა მშპ-ს 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდის მომდევნო წლებში საგარეო ვალის მოცულობასაც. 

ჯამურად, 2020-2024 წლებში მთავრობა სულ 16,6 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლები საგარეო ვალის მიმართულებით წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2020 წელი — 7,1 მილიარდი ლარი;
  • 2021 წელი — 3,4 მილიარდი ლარი;
  • 2022 წელი — 2,1 მილიარდი ლარი;
  • 2023 წელი — 2 მილიარდი ლარი;
  • 2024 წელი — 2 მილიარდი ლარი.

კომენტარები