ჩეხეთი

ჩეხეთი უცხოელ მოგზაურებს 15 ივნისიდან მიიღებს

ჩეხეთის რესპუბლიკა 15 ივნისიდან უცხოელ მოგზაურებს მიიღებს, რისთვისაც ქვეყანამ სხვა ქვეყნების რისკის მიხედვით კლასიფიცირების სისტემა შემოიღო.

19 ევროპული ქვეყანა ჩეხეთს ყველაზე ნაკლებად რისკიან კატეგორიაში ჰყავს, მაშინ, როცა ყველაზე მაღალი რისკის მქონეებში გაერთიანებული სამეფო და შვედეთი გადიან.

დამატებითი შეზღუდვების გარეშე ჩეხეთში მოგზაურობა შესაძლებელი იქნება მეზობელი ქვეყნებიდან - გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან. ამის გარდა, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში იარიან საბერძნეთი, კვიპროსი, შვეიცარია, ხორვატია, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

შედარებით მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში ჩეხეთმა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები და ბელგია გაიყვანა. ამ ქვეყნებში ჩეხებს შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ მოგზაურობა, თუმცა იმავე ქვეყნების მოქალაქეებმა ჩეხეთში ჩასვლისას ახალ კორონავირუსზე ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, 25 მაისისთვის კი რესტორნები და სასტუმროებიც გაიხსნა.

კომენტარები