კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ამ ტიპის მატებების მართვა შეგვიძლია ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე

დღეს რა მონაცემებიც გვაქვს [ზრდის], მე არ ვფიქრობ, რომ იქნება აუცილებლობა, ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. არა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით "ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად". ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს, ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა, ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. ჟურნალისტმა გამყრელიძეს ჰკითხა, შესაძლებელია, თუ არა მკაცრი შეზღუდვები ისევ დაწესდეს.

კომენტარები