საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ზახაშვილი: ტრანსპორტში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გადაიკვეთონ მგზავრები ერთ სივრცეში

ყველა იმ სამსახურებისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობის რეჟიმები განხორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინრეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს, მათი მოვალეობის და ფუნქციების შესასრულებლად, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მათ მუშაობა, ან იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ.

რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ როგორ გაკონტროლდება ნაკადები, ამაზე მუშაობს შესაბამისი უწყებები, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრივ რეკომენდირებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან განახლდება.

კომენტარები