კორონავირუსი და ეკონომიკა

რატიანი პრემიერის გამოსვლაზე: ილაპარაკა წარსულზე და არ უსაუბრია მომავალზე

მეორე არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი 27 მაისს პარლამენტში პრემიერმინისტრის გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარია, ძირითადად, წარსულზე ლაპარაკობდა, მას პრაქტიკულად არ უსაუბრია მომავალზე და იმაზე, თუ როგორ გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას. 

რატიანის თქმით, ეკონომიკური კრიზისი დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მეორე კვარტალში -11%-იანი ვარდნა იქნება. 

"ამ პირობებში პრემიერმა პრაქტიკულად არ ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და მან არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არ წევენ გადასახადებს ბიზნესისთვის, რატომ არ უტოვებენ ხალხს უფრო მეტ ფულს, რატომ არის აქციზის გადასახადი ასეთი მაღალი, რომელიც ფაქტობრივად, დღესაც ახშობს და კლავს ქართულ ბიზნესს. პრემიერს ამ მიმართულებით არ უსაუბრია და ეცადა, რომ ცინიზმის მეშვეობით გამომძვრალიყო სიტუაციიდან", - თქვა რატიანმა. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომლის პარლამენტში მისვლასაც ოპოზიციური დეპუტატები მთელი საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ითხოვდნენ, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წარსდგა. 

კომენტარები