მიტროპოლიტი ანტონის ქადაგება

მეუფე ანტონი: ვინც ეკლესიას უტევს, სულდგმულობს ევრო დაფინანსებით, ხომ არ გადავხედოთ არჩევანს

მე მინდა, თქვენი და საერთოდ მორწმუნე საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ორკესტრირებულ შეტევაზე ეკლესიაზე, რომელიც კვლავ წამოიწყო მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა... საზღვრებს ცდება უკვე მათი ზიზღი ეკლესიისადმი. როგორ უწამლავენ ახალგაზრდა თაობას გონებას. ეს ნეოკომკავშირლები, ნეოკომუნისტური იდეებით სავსე ადამიანები, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ახალგაზრდებს შეაძულონ ეკლესია, შეაძულონ სასულიერო პირები - წარმოუჩენენ, როგორც გაზულუქებული ჯიპებით და ყველანაირად...

მე ვუკვირდები და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიაზე ასეთი ორკესტრირებულ შეტევას აკეთებს, რომლებიც დაბეჯითებით იცავენ ლგბტ უფლებებს, მათი გამოსვლების მხარდამჭერები არიან. ლგბტ და მთელი ეს ლიბერალური მოქმედება არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ე.ი ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტალური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ფუნდამენტალური უფლება. მე ძალიან მაეჭვებს მათი მოქმედებები...

უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევენ, ვინც სულდგმულობს ევრო დაფინანსებით. ესენი ყველა სულდგმულობენ ევროდაფინანსებით.

და ახლა მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როცა ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა...

თვალი ხო არ გავახილოთ, თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ამბიონიდან ქადაგებისას.

კომენტარები