პაკისტანი

პაკისტანში, კარაჩში პაკისტანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

NDTV

პაკისტანის ქალაქ კარაჩში პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ავიახაზების განცხადებით, თვითმფრინავი პაკისტანის ქალაქ ლაჰორედან მოფრინავდა და პაკისტანის ერთერთ ყველაზე გადატვირთულ, კარაჩის ჯინას საერთაშორისო აეროპორტში, უნდა დაშვებულიყო.

თვითმფრინავში, სავარაუდოდ, 90 მგზავრი იმყოფება.

უცხოური მედია სოციალურ ქსელში გაზიარებულ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ჩამოვარდნის ადგილიდან კვამლი ამოდის.

ადგილზე სასწრაფო დახმარება უკვე მივიდა. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები