ცნობილი ადამიანები

ჯუდ ლოუ და ფილიპა კოანი პირველ შვილს ელოდებიან

GETTY

ჯუდ ლოუ და მისი ცოლი, ფილიპა კოანი, პირველ შვილს ელოდებიან.

წყვილი 2019 წლის მაისში, ლონდონში დაქორწინდა. იანვარში ჩაწერილ ინტერვიუში, ჯუდ ლოუ ამბობდა, რომ ის აბსოლუტურად ღიაა იმისთვის, რომ ფილიპა კოანთან შვილი ჰყავდეს.

"ჩვენ გვაქვს საოცრად სტაბილური, ჯანსაღი და შესანიშნავი ოჯახური ცხოვრება", - ამბობდა მსახიობი.

მათი შვილი ფილიპა კოანისთვის პირველი იქნება, ხოლო ჯუდ ლოუსთვის მეექვსე. მას პირველ ცოლთან, სედი ფროსტთა სამი საერთო შვილი ჰყავს; ყოფილ პარტნიორთან, სამანტა ბერკთან ერთი შვილი და ყოფილ პარტნიორთან, ქეთრინ ჰარდინგთან ასევე ერთი შვილი.

კომენტარები