პოლიტპატიმრების შეწყალება

თალაკვაძე შეწყალებაზე: პრეზიდენტმა რომ ჩამაყენა საქმის კურსში პატივისცემის საკითხია

პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი. უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა - იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა. ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ შეწყალების შემდეგ თქვა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, მმართველ პარტიას კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგიდან გაიგეს. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გაჟღერებამდე, ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები