კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საზ. ტრანსპორტში ადამიანებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების აუცილებელი ტარება და მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება. მოგეხსენებათ, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში".

კომენტარები