კორონავირუსი საქართველოში

ჯაში საგანგებოს გარეშე შეზღუდვებზე: საფრთხილოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინასაარჩევნოდ

პირველ რიგში, შეუძლებელია დავა იმაზე, რომ უპირველესი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნები. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ძალიან მცირე დრო დღევანდელ ბიურომდე, რომ შევსულიყავით დეტალურ განხილვაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს ვემსახურებოდი ჩემი პროფესიული გზის უდიდესი ნაწილი, ეს გადაწყვეტილება, პირველი შეხედვით, რეალურად აჩენს სერიოზულ ეჭვებს. 

ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მართვის დროს. არამხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს. ამგვარად, ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, პრემიერმინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშვალდებულება, NCDC-ისთან რეგულარული დიალოგის საშუალება საპარლამენტო სიტუაციაში, ამდენი შეკითხვა არ იქნებოდა

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კომენტარები