17 მაისი

მელია LGBTQ უფლებებზე: არ მჭირდება ამომრჩეველი, ვინც მზადაა, თანამოქალაქეს თავი გაუჩეჩქვოს

ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს თანასწორი. მარტო 17 მაისი და ცალკე თარიღი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივცემულოდ. ჩვენ პროგრესს განვიცდით. ამაზე საუბარი პოლიტიკოსებისთვის საფრთხის შემცველი იყო, თითქოს ვიღაც ადამიანს თუ დაიცავდი, ეს შენთვის იყო პოლიტიკურად წამგებიანი. ქერჩის ქუჩა - არის ასეთი გრძელი ქუჩა გლდანის რაიონში და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იეჰოვას მოწმეებს ძალდატანებით თავს როგორ პარსავდნენ. ეს იყო 1998 წელი. იეჰოვას მოწმეებს ელექტროსაპარსით თმას პარსავდნენ და ამაზე მაშინ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ლაპარაკობდნენ. დღეს, მე ვფიქრობ, არმიაა ხალხისა, ვინც უმცირესობებს იცავს...

[...] თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი, თუ სხვა. ეს არის ორჯერ ორი. თუკი ჩემი განცხადება რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, დაე, არ მომცეს. იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ასეთი ამომრჩევლის ხმა არ მჭირდება, რომელიც მზად არის, თავი გაუჩეჩქვოს თავის თანამოქალაქეს იმის გამო, რომ ის არის განსხვავებული. უცნაური კი არა, განსხვავებული. ვიღაცას შეიძლება ჩემი თავის ვარცხნილობა არ მოეწონოს და ამიტომ უნდა დამგმოს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ლგბტქ+ ადამიანების უფლებების შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები