არჩევნები 2020

უგულავა: ლოგიკურია, ვიყო მაჟორიტარი, სად და როგორ - ვერ გეტყვით, კონსულტაციებია საჭირო

მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე... მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ გეტყვით, რადგან კონსულტაციები უნდა გავიაროთ სხვა პარტიებთან.

კარგად უნდა გვესმოდეს, 30 მაჟორიტარი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კომპრომისი, რომ "კაი, დაიტოვე ეს 30 მაჟორიტარი, მაგრამ მაინც მოგიგებთ", თუმცა, ამისთვის აუცილებელია ერთი რამ, რომ გვესმოდეს, იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რომ არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები