კენდალ ჯენერმა Good Morning America-ს ეთერში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტოპმოდელმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აღმოაჩინა რომ შფოთვები ჰქონდა.
"მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და მახსოვს შეგრძნება, რომ ვერ ვსუნთქავდი. დედაჩემს [კრიმს ჯენერს] ვეუბნებოდი, რომ "ვერ ვსუნთქავდი, შეიძლება ცუდი რამე მომხდარიყო". მან, ცხადია, ექიმებთან წამიყვანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავი.
არავის, არასდროს უთქვამს, რომ შფოთვები მქონდა. დაახლოებით 3-4 წლის წინ გიჟური პანიკური შეტევებიც მქონდა. როგორც იქნა, საბოლოოდ მივიღე ის ინფორმაცია, რაც მჭირდებოდა", - თქვა ჯენერმა.
მისივე თქმით, ახლა ფსიქიკური ჯანმრთელობა უკეთეს მდგომარეობაში აქვს და შფოთვებიც ხანდახან ემართება.
"ახლა ისე მწვავედ აღარ ვარ, შფოთვები ხანდახან მაქვს. თავს ჩემით ვიწყნარებ, წიგნს ვკითხულნ ან ვმედიტირებ", - თქვა ჯენერმა.
2019 წელს, კენდალ ჯენერს მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენების გამოტოვება შფოთვებისა და პანიკური შეტევების ქონის გამო მოუწია. მაშინ მოდელი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის გადალახვაში თავისი და, კაილი ჯენერი, დაეხმარა.