ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის €150 მილიონიანი სესხი დაამტკიცა

EU

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდ ევროიანი სასესხო პაკეტი დაამტკიცა.

პაკეტის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს.

დახმარების სწრაფად გასაცემად, ევროპარლამენტმა მას სასწრაფო პროცედურით უყარა კენჭი. გადაწყვეტილებას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47 კი კენჭისყრას არ დასწრებია.

მიმღებ სახელმწიფოებს თანხა ორმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გადაერიცხებათ. ევროპარლამენტი ელის, რომ პირველი ნაწილი 2020 წლის შემოდგომაზე, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დასაწყისში გადაირიცხება.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, სესხის პირობები მიმღები მხარისთვის "მნიშვნელოვნად ხელსაყრელია".

კომენტარები