პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: 6 ახალი დაინფიცირებულიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2-ის ეპიდკვლევა მიმდინარეობს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში, ამ ეტაპზე, მხოლოდ 246 კორონავირუსიანი პაციენტი მკურნალობს.

"უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ", - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება 6 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ 4-ის წყარო ცნობილია და ისინი საკარატინე სივრციდან არიან გადმოყვანილები, 2 პაციენტის ეპიდკვლევა კი მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 27 ინფიცირებული პაციენტია. აქედან მხოლოდ ერთი არის მძიმე.

"რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამ პაციენტთან გაუმჯობესება სტაბილურია, რამდენიმე დღეც და ალბათ, მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით", - უთხრა ეზუგბაიამ ჟურნლისტებს.

საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 419 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები