პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 მაისს დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. თითოეული მათგანი აქამდე არსებული წყაროა.

მისივე თქმით, ოთხი პაციენტი საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს, დანარჩენები კი ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტია. ერთი მათგანი კრიტიკულია, ერთს კი მძიმე პნევმონია აქვს.

"ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, გუშინ პირველი დღე იყო, რომ დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია ჯერჯერობით ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია", - ამბობს ეზუგბაია.

ინფექციურში მკურნალობს 6 მოზარდი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, 9 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები