პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ხუთივე ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ყველა კარანტინში იყო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ზუგბაიას თქმით, ხუთივე ახალი პაციენტი არის უკვე ცნობილი წყაროდან და ყველა საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, ​ცენტრში 33 დადასტურებული პაციენტია. 

აქედან ერთი არის კრიტიკული, მძიმე პაციენტები არ ჰყვათ. ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურში ძირითადი პაციენტები არიან საშუალო სიმძიმის.

საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383, გარდაცვლილი - 11.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ამ დროისათვის258 აქტიური შემთხვევაა, რაც უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვზე ნაკლებია. 

 

კომენტარები