პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, სამი საკარანტინო სივრციდან არის

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ყველას წყარო ცნობილია, მათ შორის სამი საკარანტინო სივრციდან არის.

ეზუგბაია ამბობს, რომ გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

"ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გვყავს 47 დაინფიცირებული, გუშინ 4-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა", - ამბობს ეზუგბაია.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავთ. რომელიც ჟანგბად დამოკიდებულია და მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკის, ასევე თანაარსებული დაავადებების გათვალისწინებით.

ეზუგბაიას თქმით, დაავადება მცირედით, მაგრამ მაინც პროგრესირებს და ჯერჯერობით პროგნოზზე საუბარი შეუძლებელია. 

რაც შეეხება მძიმე პნევმონიის შემთხვევებს, ეზუგბაიას თქმით, 7 ასეთი პაციენტიდან მხოლოდ ერთი დარჩა, დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 275 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები