საარჩევნო შეთანხმება

კალაძე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე: გულდასაწყვეტი, არაპოპულარული გადაწყვეტილებაა

ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების. განმარტებების მიხედვით, რომელიც იქნა გაკეთებული. კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად ამ განწყობით, რომ საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას. 

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს [შეწყალების შესახებ] ინფორმაცია არ გვქონდა.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები