საარჩევნო შეთანხმება

უგულავა რურუას შეწყალებაზე: სანახევრო ფეხმძიმობა არ არსებობს, არც შეთანხმება

არ არსებობს სანახებრო ორსულობა, არც სანახევრო შეთანხმება, ჩვენ დახლზე არ ვართ და ქართულ ოცნებას არ ვევაჭრებით, არც ჩვენი პარტნიორები არიან ამით დაკავებულები, განსხვავებით ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიპრებს.

გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს. გასაგებია, რომ დღეს ზურაბიშვილი მას ვერ შეიწყალებდა, რადგან ის მსჯავრდებული არაა, ჯერ ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის განთავისუფლების. თუ მაინც ვერ განთავისუფლდება ის, როგორც ბრალდებული, იმედი მაქვს ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს ქალბატონი სალომე.

გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გიორგი რურუაც უნდა გათავისუფდეს.

კომენტარები