საარჩევნო შეთანხმება

უგულავა: იმედია, რურუაც მალე დატოვებს საპატიმროს, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა

იმედს გამოვთქვამ, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოტხოვნა მოთხოვნად დარჩება და, შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმიტომ, რომ როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო. არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა.     

ქვეყანას მართვას ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერაც და გამოშვებაც მისთვის ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იყენებს, ქვეყნისთვის სახიფათოა. ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უზამს, თვითონ ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს. ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. ამიტომ, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა. 

ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ აქტიურობასა და პრინციპულობას აქვს ფასი - ყოველთვის შედეგს გამოიღებს. საქართველო არ არის მარტო, ქვეყანა არ არის ჩალით დახურული, რაც არ უნდა ეცადოს, ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო წნეხი და ჩვენ ვნახეთ ჩვენი საზოგადოების წნეხი. 

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანს - ჩემს თანაპარტიელს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. იყო ერთსულოვნება და ამ ერთსულოვნებამ გამოიღო შედეგი, ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობის ნიაღვარს, რასაც ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირა სიმართლე.

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები