აზერბაიჯანი

18 მაისიდან აზერბაიჯანში რესტორნები და კაფეები გაიხსნება

Anadolu Agency

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, აზერბაიჯანში რესტორნები და კაფეები გაიხსნება. თუმცა შეზღუდული იქნება კლიენტებისა და სამუშაო საათების რაოდენობა.

გარდა ამისა, მოიხსნება შეზღუდვა 65 წელს ზემოთ ადამიანების სახლიდან გასვლის შესახებ და მოსახლეობას გარეთ გასვლისთვის SMS-ით აღარ დასჭირდება უფლების მიღება.

დაშვებული იქნება ქუჩაში და პარკებში სეირნობაც, თუმცა მცირე ჯგუფებად.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მკაცრი ზომები 24 მარტს მიიღეს და შემდეგ 31 მაისამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, მთავრობამ მათი შერბილება გასული კვირიდან დაიწყო. ქვეყანაში უკვე გახსნილია მაღაზიები და სილამაზის სალონები.

ამ დროისათვის აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 3000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1900-მდე პაციენტი გამოჯანრმთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა.

კომენტარები