ყალბი დოკუმენტები

იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ყალბი დიკუმენტებით განაბაჟებისთვის 3 პირი დააკავეს

shutterstock

პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელი 3 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ყალბი საგადასახადო აქტივით განაბაჟეს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს, 2020 წლის 14 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა“ ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდება წარედგინათ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ნაწილში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო 210-ე მუხლის ნაწილში ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

კომენტარები