ყალბი დოკუმენტები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები კომპანიის ხელმძღვანელები არიან და ერთი მათგანი თბილისში, მეორე კი იმერეთის რეგიონში დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვითომდა ერთერთ კომპანიისთვის 105 000 ლარის  ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა. მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები