ცნობილი ადამიანები

მაილი საირუსის თქმით, ცნობილი ადამიანებისგან კარანტინის გამოცდილებებზე საუბარი არასწორია

Getty Images

მაილი საირუსის თქმით, კარანტინში ყოფნისას ცნობილი ადამიანების მდგომარეობა სხვა ადამიანების მდგომარეობისგან განსხვავდება და ამაზე ხმამაღლა საუბარი სწორი არ არის.

მომღერალმა ამის შესახებ Wall Street Journal-თან ისაუბრა.

"ჩემი [კარანტინში ყოფნის] გამოცდილება ძალიან იშვიათია და უმცირესობაშია, ამიტომ სწორად არ მიმაჩნია ამაზე საუბარი", - თქვა მან.

მაილი საირუსის თქმით, მას თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, წარმოდგენა არ აქვს, რა არის პანდემია.

"Covid-19 არ არის ის, რაც ჩემს თავს ხდება. ჩემი ცხოვრება გაჩერდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პანდემია. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს სივრცეში, საშუალება მაქვს, რომ საჭმელი მქონდეს და ფინანსურად სტაბილურად ვიყო, თუმცა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ასე არ ხდება", - თქვა მან.

კომენტარები