საარჩევნო შეთანხმება

სესიაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებოს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მოვუწოდებთ ოპოზიციას, თავი დაანებოს ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც წერილობითია და ხელი მოაწერა ყველა მხარემ , სადაც ძალიან გარკვევით წერია შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 120/30-ზე და ასევე, მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

რა პროცესსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არის სწორედ მცდელობა იმის, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება, ამასთან ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების. მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ დაარღვიონ შეთანხმება, თუ არა შიში არჩევნებთან მიმართებაში და მათი სურვილი რომ მოატყუონ საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო შეთანხმების შესრულების შესახებ დასავლელი პარტნიორების მოწოდების პასუხად.

კომენტარები