შეზღუდვების მოხსნა

საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან თავდაცვის ძალები აღარ იქნება

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან, სპეციალურ პოსტებზე, დღეიდან, 12 მაისიდან, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. პოსტებზე, ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აღარ იქნებიან. ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომაზე მიიღეს. სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

ამავე სდომაზე, საბჭომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გაგრძელდება. სოფელი ღვანკითი, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, საკარანტინო ზონად 23 აპრილს გამოცხადდა და ჩაიკეტა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებს. ძალაში კვლავ რჩება კომენდანტის საათი, კვლავ დახურული კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები, სილამაზის სალონები, ასევე, სავაჭრო ცენტრები.

დამატებით, თუ რა შეზღუდვები მოიხსნა 11 მაისიდან, ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები