საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება და ეკონომიკის რეალური გახსნა დაიწყება. ევროპული საქართველო იყო პირველი, ვინც ეს მწვავე საკითხი დასვა, კონკრეტული გათვლებით. ივანიშვილის მთავრობამ, როგორც ჩვევია დააგვიანა, მაგრამ ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - სჯობს გვიან, ვიდრე, კიდევ უფრო გვიან". სხვა დროს ჩვენს საქმიან წინადადებებს უფრო სწრაფად თუ მოუსმენენ ხოლმე, ყველასთვის უკეთესი იქნება.
ახლა შემდეგი საკითხებია - გადასახადების დაწევა ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის და ყველა მეწარმისთვის და საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის ამ გაჭირვების დროს დაბრუნება. ნუღარ გაწელავენ ამ გონივრულ გადაწყვეტილებებს ან სიჯიუტის, ან იმის გამო, რომ ოპოზიციამ მოუწოდა და დროზე გადადგან ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ამ მძიმე მდგომარეობას გაუადვილებს.