კორონავირუსი და ეკონომიკა

ფერმერები თითო ჰექტარ მიწაზე 200 ლარიან სუბსიდიას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს მთავრობამ წარადგინა სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ფერმერები თითო ჰექტარ სამეურნეო მიწაზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან.

"თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით", - თქვა პრემიერმა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, 10 ჰექტარის ფართობის მეურნეობა სახელმწიფოსგან 2000 ლარს მიიღებს.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის მიზანია, რომ "არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში".

სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტის ღირებულება 300 მილიონი ლარი იქნება.

"ყველა ეს დახმარება შეეხება 200 ათასამდე ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები