კორონავირუსი და ეკონომიკა

Toyota შემოსავლების 80%-ით შემცირებას ელის

autoblog.com

იაპონიის ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი, Toyota, ელის, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, კომპანიის შემოსავლები 80%-ით შემცირდება.

Toyota-ს პროგნოზით, მიმდინარე ფისკალური წლის შემოსავლები 500 მილიარდი იენის (4.7 მილიარდი აშშ დოლარის) ტოლი იქნება. შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანიის შემოსავლები 2.4 ტრილიონ იენს (22.3 მილიარდ აშშ დოლარს) აღწევდა.

კომპანიაში ელიან, რომ წელს 7 მილიონ ავტომობილს გაყიდიან, როცა შარშან 9 მილიონი გაყიდეს. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

გარდა ამისა, Toyota-ს შემოსავლებზე მნიშნველოვან უარყოფით გავლენას ახდენს იაპონიის ეროვნული ვალუტის, იენის გამყარება დოლართან მიმართებით - კრიზისულ ვითარებებში, იენზე ინვესტორების მოთხოვნა იზრდება, რაც მის გამყარებას იწვევს. გამყარებული ვალუტა, თავის მხრივ, ექსპორტის გაძვირებას ნიშნავს.

როგორც ავტომწარმოებლები ამბობენ, კრიზისამდელ მდგომარეობამდე კომპანია მომდევნო წლამდე ვერ დაბრუნდება.

 

კომენტარები